Accessibility links

პენტაგონმა გააკრიტიკა ირანის საზღვაო ფლოტი სახიფათო და არაპროფესიონალური მოქმედებისთვის


პენტაგონმა კრიტიკა გამოთქვა ირანის სამხედრო საზღვაო ფლოტის სახიფათო და არაპროფესიონალური ქმედებისთვის, როცა ჰორმუზის სრუტეში ირანის ფლოტთან დაკავშირებულით ორი ინციდენტი მოხდა. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, 2 მარტს ირანის საგუშაგო გემი 150 მეტრში მიუახლოვდა აშშ-ის მსუბუქად შეირაღებულ „უძლეველს“. მორე ინციდენტი მოხდა 4 მარტს, როცა უკვე მცირე ზომის მოიერიშე ხომალდები 350 მეტრში მიივიდნენ აშშ-ის უძლეველთან და ბრიტანეთის სამხედრო გემებთან. აშშ-ის ხომალდს მოუწია კურსის შეცვლა, რათა თავიდან აერიდებინა შეტაკება. პენტაგონის წარმომადგენელმა, ფლოტის კაპიტანმა, ჯეფ დევისმა თქვა, რომ რაც მოხდა, შემაშფოთებელია, რადგან მას შეიძლება მოჰყოლოდა გაუთვალისწინებელი „საავარიო პროვოკაცია“, რაც არ გსურს, თქვა დეივისმა. ირანის და აშშ-ის ხომალდებს შორის ყოველწლიურად რამდენჯერმე ხდება მსგავსი ინციდენტები. იანვარში მოხდა ბოლო სერიოზული ინციდენტი, როცა აშშ-ის ხომალდმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა ირანის სწრაფ მოიერიშე გემებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG