Accessibility links

ანტალიაში აშშ-ის, თურქეთის და რუსეთის გენერალური შტაბების მეთაურები ხვდებიან ერთმანეთს


თურქეთის სამხრეთის ქალაქ ანტალიაში ერთმანეთს ხვდებიან თურქეთის, აშშ-ის და რუსეთის გენერალური შტაბების მეთაურები. შეხვედრის ფონია აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის წარმატება სირიაში ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჰულუსი აქარი, ჯოზეფ დანფორდი და ვალერი გერასიმოვი ანტალიაში განიხილავენ ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან ბრძოლის შემდგომ ეტაპებს სირიაში, სადაც თურქეთი ააქტიურებს თავის ქმედებას. თურქეთი, აშშ და რუსეთი ისლამისტებს ებრძვიან, მაგრამ სირიის კონფლიქტში სხვადასხვა მხარეს არიან. დაძაბულობაა იმ საკითხის გარშემოც, რომ თურქეთი არ ემხრობა ქურთი მეამბოხეების მონაწილეობას ამ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG