Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლმა დაგმო რუსეთის გამო „ისტერია“ ოფიციალურ ვაშინგტონში


კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა დაგმო, მისი სიტყვებით, „ისტერია ოფიციალურ ვაშინგტონში, და ისტერია აშშ-ის მედიაში“, რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი თქმით, ეს ზიანს აყენებს ორ გლობალურ სახელმწიფოს შორის კავშირებს. სი-ენ-ენ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პესკოვმა თქვა, რომ ემოციურ ექსტრემიზმთან გვაქვს რუსეთის მიმართ, ეს არის მცდელობა, რუსეთი მომწამვლელ ქვეყნად იქნეს წარმოდგენმილი, ხოლო რუსეთის ელჩი მომწამვლელ ელჩადო. პესკოვის თანახმად, ეს არ შეესაბამება ორი ქვეყნის ინტერესებს, ეს დიდ ზიანს აყენებს ორივე ქვეყნის სამომავლო ურთიეთობას.

XS
SM
MD
LG