Accessibility links

მოლდავეთის ცენტრალური ბანკის დაპატიმრებულ, ყოფილ თავმჯდომარესშინ დარჩენის უფლება მისცეს


მოლდავეთის სასამართლომ შინ ყოფნის უფლება მისცა ცენტრალური ბანკის ყოფილ თავმჯდომარეს, ლეონიდ ტალმაჩს, რომელიც საავადმყოფოში მოათავსეს გულის პრობლემების გამო მას მერე, რაც დააპატიმრეს, როგორც თაღლითობაში ეჭვმიტანილი. ეს ცნობა ტალმაჩის ადვოკატმა გაავრცელა. ამავე ცნობით, დაკავებული საავადმყოფოში დარჩება გამოჯანმრთელებამდე და შემდეგ გადაიყვანენ შინ, სადაც სასამართლოს მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ტალმაჩს გულის ოპერაცია გაუკეთეს იანვარში, ის დააპატიმრეს 3 მარტს და 15-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მას გულის პრობლემები ჰქონდა იმავე დღეს და საავადმყოფოში მიიყვანეს. გამოძიების თანახმად, ის სავარაუდო თაღლითურ სქემაში იყო ჩართული.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG