Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა შეიწყალა რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების ავტორი


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა სოჭის მკვიდრი, ოქსანა სევასტიდი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებისთვის დამნაშავედ ცნეს ჯაშუშობასა და სახელმწიფო ღალატში. ბრალდების საფუძვლად იქცა სოხუმელი ნაცნობის შეკითხვა, ხომ არ უნახავს ტანკები ქალაქ სოჭში, რასაც ოქსანა სევასტიდიმ მოკლე ტექსტური შეტყობინებით უპასუხა, რომ მართლაც ნახა ჯავშანტექნიკის კოლონა, რომელიც აფხაზეთისკენ მიემართებოდა. 2016 წლის მარტში, ოქსანა სევასტიდი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯაშუშობით სახელმწიფოს ღალატში და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიება ირწმუნებოდა, რომ სევასტიდის სოხუმელი ნაცნობი საქართველოს სპეცსამსახურებზე მუშაობდა. ოქსანა სევასტიდის ადვოკატმა, ევგენი სმირნოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად განაგრძობს მუშაობას სევასტიდისთვის გამოტანილი, უკანონო განაჩენის გასაუქმებლად.

XS
SM
MD
LG