Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება საქართველოში


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი. მასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ საბერძნეთის სახით საქართველოს ჰყავს ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრისას განიხილეს სხვადასხვა, მათ შორის ეკონომიკის, ტრანსპორტის, განათლების და კულტურის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს კოძიასმა საქართველოს მოქალაქეებს მიულოცა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა. „ღრმად მწამს, რომ საქართველო ევროპას ეკუთვნის და ხუმრობითაც ვთქვი, რომ როცა კავკასიიდან ვიპარავდით ცეცხლს, მაშინ არც ვიზა მოუთხოვია არავის და არც სასაზღვრო კონტროლი“ - განაცხადა ნიკოს კოძიასმა. მისივე თქმით, საბერძნეთისა და საქართველოს თანამშრომლობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა და შეეცდებიან ურთიერთობები განავითარონ ყველა სფეროში.

XS
SM
MD
LG