Accessibility links

უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის საზღვრებთან მიგრანტების დაკავების ბანაკის შექმნას მხარი დაუჭირა


უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც გულისხმობს სერბიასა და ხორვატიასთან ამ ქვეყნის საზღვრებთან საგანგებო ზონის შექმნას, სადაც გააჩერებენ ამ ქვეყანაში შესულ მიგრანტებს, სანამ თავშესაფრის მიცემის შესახებ მათ საქმეებს განიხილავდნენ. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ 7 მარტის გადაწყვეტილება ევროპაში ტერორისტულ თავდასხმებზე რეაგირება იყო. გადაწყვეტილებას მიემხრო დიდი უმრავლესობა, 138 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო ექვსი, 22-მა თავი შეიკავა. მიგრანტების შეჩერების ზონა უნგრეთის საზღვრებთან ადრეც არსებობდა, მაგრამ მოიშალა 2013 წელს ევროკავშირის და გაეროს ლტოლვითა უწყების და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამარლოს ზეწოლის შედეგად; ამ საგანგებო ზონაში შექმნილ ბანაკებში მოათავსებენ უნგრეთში მყოფ მიგრანტებს, რომლებსაც სურთ თავშესაფრის მოპოვება. ბანაკში ყოფნისას, ანუ მათი საქმის განხილვის განმალობაში, მიგრანტებს არ ექნებათ ნებართვა იმოგზაურონ უნგრეთში ან დატოვონ ქვეყანა, იმ შემთხვევის გარდა, თუ ისინი უკან, სერბიაში დაბრუნდებიან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG