Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიკილიქსმა“ გამოაქვეყნა, მისივე მტკიცებით, ათასობით საიდუმლო დოკუმენტი


„ვიკილიქსმა“ გამოაქვეყნა ათასობით დოკუმენტი, რომლებიც, როგორც თავად ეს საერთაშორისო საინტერნეტო რესურსი განმარტავს, მან მიიღო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კიბერდაზვერვის ცენტრისგან. ეს დოკუმენტები, სავარაუდოდ, აშშ-ის კიბერდაზვერვის ინსტრუქციების ნაწილია. დოკუმენტების ავთენტურობის დადასტურება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია არც ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, თუმცა ექსპერტები, რომლებმაც უკვე დაიწყეს დოკუმენტების შესწავლა, ვარაუდობენ, რომ ისინი ნამდვილია. თუ დოკუმენტების ავთენტურობა დადასტურდა, ეს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებიდან ინფორმაციის მასშტაბური გაჟონვის მორიგი შემთხვევა იქნება.

XS
SM
MD
LG