Accessibility links

ევროკავშირის ჟურნალში გამოქვეყნდა დოკუმენტი შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ


დღეს ევროპის კავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა დოკუმენტი შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ. ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი გამოქვეყნებიდან 20 დღეში, ანუ 28 მარტიდან ამოქმედდება. სწორედ ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, მოკლევადიანი ვიზიტით, უვიზოდ გაემგზავრონ შენგენის ზონის ქვეყნებში. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, ანტონიო ტაიანიმ და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის საპარლამენტო მდივანმა, კრის აგიუსმა ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს სახელით, 1 მარტს, ბრიუსელში ხელი მოაწერეს შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის დოკუმენტს.

XS
SM
MD
LG