Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო უწყება: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს მიულოცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალურად გამოქვეყნება. „უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც უკავშირდება დაუბრკოლებლად მოგზაურობას ევროპის ქვეყნებში... უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ბიზნესკავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას და პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას“, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. იქვე აღნიშნულია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

XS
SM
MD
LG