Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერი იწყებს ოფიციალურ ვიზიტს იტალიაში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი იწყებს ოფიციალურ ვიზიტს იტალიაში. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, კვირიკაშვილი შეხვდება იტალიის პრემიერ-მინისტრს, პაოლო ჯენტილონის, საგარეო საქმეთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრებს, ანჯელინო ალფანოსა და კარლო კალენდას, სენატის პრეზიდენტს, პიეტრო გრასოს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმში და საჯარო ლექციას წაიკითხავს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში.

XS
SM
MD
LG