Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზიგმარ გაბრიელის თქმით, დისკუსიაში დაუშვებელია ნაცისტებთან შედარებების გამოყენება


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა თურქ კოლეგას მევლუტ ჩავუშოღლუს უთხრა, რომ ბერლინმა და ანკარამ უნდა დაიწყონ მუშაობა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, თუმცა გააფრთხილა, რომ ნაცისტებთან შედარებები ნებისმიერ დისკუსიაში წარმოადგენს იმ „კრიტიკულ ხაზს, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს“. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ბერლინში დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა: „მჯერა, რომ განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, მოლარაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვარედეს გერმანიასა და თურქეთს შორის მეგობრული ურთიერთობები“. ჩავოშოღლუსა და გაბრიელის შეხვედრა პირველია მას შემდეგ, რაც თურქეთში დააკავეს თურქი-გერმანელი ჟურნალისტი დენიზ იუჯელი, და ასევე გერმანიაში თურქეთის მიერ წარმოებული კამპანიით გამოწვეული დიპლომატიური უსიამოვნებებით, რომლებიც შეეხება კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ეროდანის ძალაუფლების გაზრდასთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ ეროდოანმა გერმანია „ნაცისტური პრაქტიკის“ განხორციელებაში დაადანაშაულა, გასულ კვირაში გადაიდო თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები გერმანიაში მყოფ თურქულ დიასპორასთან. თურქეთის პრეზიდენტის ამ კომენტარს მოჰყვა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ადმინისტრაციის პასუხიც, რომლის თანახმადაც, ნაცისტებთან შედარება „აბსურდული და უადგილოა“.

XS
SM
MD
LG