Accessibility links

ნატო შეშფოთებას გამოთქვამს კოსოვოს პრეზიდენტის გეგმის გამო


ნატომ და აშშ-მა შეშფოთება გამოთქვეს კოსოვოს მიერ გავრცელებული განცხადების გამო, კონსტიტუციური ცვლილების განხორციელების გარეშე ქვეყნის მსუბუქად შეიარაღებული უსაფრთხოების ძალების რეგულარულ არმიად გარდაქმნის გეგმასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებული კანონპროექტი გუშინ წარმოადგინა კოსოვოს პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმ და განაცხადა, რომ არაფერია უჩვეულო კოსოვოს უსაფრთხოების ძალების არმიად გარდაქმნის საქმეში. პრეზიდენტის თქმით, ეს „სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯია“. ტაჩიმ აღნიშნა, რომ „საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, დაიცვას კოსოვოს ტერიტორიული სუვერენიტეტი და ერთიანობა“ და ხელი შეუწყოს რეგიონში „მშვიდობისა და სტაბილურობის“ შენარჩუნებას. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით, მან უთხრა კოსოვოს ლიდერებს, რომ „კონსტიტუციური ცვლილების გარეშე მსგავსი ერთპიროვნული ნაბიჯების გადადგმა უსარგებლოა“. სტოლტენბერგისვე თქმით, ალიანსი შეამცირებს კოსოვოს უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობის მასშტაბს, თუკი მთავრობა აამოქმედებს გეგმას, რომელსაც წინააღმდეგობა მოჰყვა სერბი ეთნიკური უმცირესობისა და ბელგრადის მხრიდან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG