Accessibility links

რომში გაიმართა შეხვდრები იტალიის ხელისუფლებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის


დღეს რომში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა იტალიის ხელისუფლებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დელეგაციის წევრებთან, მათ შორის ვიცე-პრემიერ კახა კალაძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად, შეხვდა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანჯელინო ანფალოს, ასევე იტალიის სენატის პრეზიდენტს პიეტრო გრასოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პაოლო ალის. ნატოსა და საქართველოს წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის სესიას თბილისი უმასპინძლებს. იტალიის სენატის პრეზიდენტმა პიეტრო გრასომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს მოქალაქეები შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ. გრასომ განაცხადა, რომ იტალია საქართველოს აღიქვამს, როგორც ევროპული ოჯახის წევრს და ის, როგორც ევროკავშირის პარტნიორი ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG