Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალალა იუსაფზაის მიმართვა ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად


ნობელის პრემიის ლაურეატმა მალალა იუსაფზაიმ მშობლიურ პაკისტანს გენდერული თანასწორობის დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში ბევრი გოგონა და ქალია, რომლებიც განათლების გზით იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის. 19 წლის პაკისტანელმა აქტივისტმა ეს მოწოდება გააჟღერა გაეროს მიერ დაწესებული ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, „კულტურული ტაბუ მწვავედ აისახება გოგონებზე, რადგან საზოგადოება თანაბრად არ აღიქვამს გოგონებსა და ბიჭებს“. ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ შეიარაღებული კონფლიქტები და სიღარიბე, ასევე სექსუალური შევიწროება და ადრეული ქორწინება განსაკუთრებით აზარალებს ქალებსა და გოგონებს. მალალა 2012 წელს თალიბი მებრძოლების სამიზნე გახდა, თუმცა ის გადარჩა.

XS
SM
MD
LG