Accessibility links

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მოუწოდებს პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა პრეზიდენტს, გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ კამპანიას ეხმაურება. კობახიძის შეფასებით, შეხვედრებით, რომელსაც პრეზიდენტი საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან 10 მარტიდან იწყებს, ის ავლენს „ღრმა უპატივცემულობას პარლამენტის მიმართ“, ასევე ერევა პარლამენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება არის სწორედ პარლამენტის პასუხისმგებლობა. საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის მომზადების მიზნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 2013 წლის 27 დეკემბერს შიქმნა. კომისიის წევრებს შორის არიან საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები, თუმცა, კობახიძის თქმით, ისინი ამ ეტაპზე არ თანამშრომლობენ კომისიასთან.

XS
SM
MD
LG