Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობს წმინდა სინოდის სხდომა


საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობს წმინდა სინოდის სხდომა. არაოფიციალური ინფორმაციით, სინოდის წევრები მსჯელობენ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე. სხდომის დაწყებამდე წილკნის მიტროპოლიტმა, ზოსიმემ განაცხადა, რომ სინოდის წევრები ეკლესიის მოფრთხილებაზე ისაუბრებენ. ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილავენ, თუ არა პროკურატურის მიერ 8 მარტს გამოქვეყნებულ ჩანაწერს, რომელიც გიორგი მამალაძის საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულებაა, მიტროპოლიტმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე საუბარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ნებაა. სხდომის დაწყებამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა აჩვენა, როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი და რა არასახარბიელო გარემოცვაა საპატრიარქოს წიაღში. „მე მომხრე ვარ, რომ საეკლესიო სამართალი ამუშავდეს და დადგეს ყველა დასასჯელის საკითხი“ - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა. ამასთან, მეუფე პეტრე დარწმუნებულია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არავის მოწამვლას არ აპირებდა.

XS
SM
MD
LG