Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში მუქთახორები წლის ბოლომდე არ გადაიხდიან ჯარიმას


ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდ ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე გადაიდო „მუქთახორობის გადასახადის“ შესახებ დეკრეტის ამოქმედება, რასაც ცოტა ხნის წინ ქვეყანაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ბელორუსიის მოქალაქეები, რომლებიც ოფიციალურად არსად არ მუშაობენ, წლის ბოლომდე არ გადაიხდიან ჯარიმას, რასაც ითვალისწინებს დეკრეტი სახელწოდებით „სხვის კმაყოფაზე ყოფნის სოციალური შედეგების პრევენციის შესახებ“, რასაც მოსახლეობამ „ მუქთახორობის გადასახადი“ უწოდა. ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, კანონი არ გაუქმდება, არამედ მასში, სავარაუდოდ, ცალკეული ცვლილებები შევა. „მუქთახორობის გადასახადი“ ბელორუსიაში 2015 წლის აპრილში დაწესდა. იგი ითვალისწინებს ყოველწიურად 170 ევროს ოდენობის თანხის გადახდას იმ მოქალაქეებისაგან, რომლებიც ოფიციალურად არსად არ მუშაობენ. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ დეკრეტი არღვევს კონსტიტუციას და დამატებით ტვირთად დააწვება მოსახლეობას, რომელიც ეკონომიკური კრიზისის გამო ისედაც გაჭირვებულია.

XS
SM
MD
LG