Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ხელოვნურს“ უწოდებს აჟიოტაჟს საქართველოში სიტყვის თავისუფლების საფრთხეზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ხელოვნურს“ უწოდებს იმ აჟიოტაჟს, რომლის თანახმად საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გიორგი კვირიკაშვილისადმი ევროპარლამენტარების მიმართვის პასუხად, პრემიერ-მინისტრის თქმით, მზადდება საპასუხო წერილი, რომელშიც საქართველოს მთავრობა შეეცდება დაარწმუნოს ევროპარლამნატარები, რომ საქართველოში არანაირი საფრთხე სიტყვის თავისუფლებას არ ემუქრება. „ვფიქრობ, რომ ეს აჟიოტაჟი, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად შეიქმნა, მალე ჩაცხრება. საქართველო აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას, ევროპული მომავლის შექმნას და არავითარი საფრთხე დემოკრატიზაციის კუთხით საქართველოში არ არსებობს. ამის გარანტია ჩვენი ხელისუფლებაა. ჩვენ ეს არაერთხელ დავადასტურეთ და ამ მიმართულებით სვლას ვაგრძელებთ“, - განაცხადა 8 მარტს რომში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტში შემავალი ძირითადი ჯგუფების წარმომადგენლებმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართეს, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამენ რუსთავი 2-ზე მიმდინარე ზეწოლის გამო. "არხის მფლობელების და შედეგად მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, რაც რუსთავი 2-ს მთავრობისადმი მეგობრულად განწყობილ მორიგ მაუწყებლად გადააქცევს, სერიოზულად შეუშლის ხელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხსა და თავისუფალ მედიას. ეს გაანადგურებს საქართველოს შესაძლებლობას შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს პოლიტიკურად ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად სასამართლო სისტემის გამოყენებისგან", - ნათქვამია წერილში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG