Accessibility links

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასა და პარლამენტთან დაპირისპირებად და მათ უპატივცემულობად შეაფასა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა, დაიწყოს კამპანია საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე. “პრეზიდენტმა შეხვედრა დანიშნა 10 მარტს, პარლამენტის პლენარული სხდომის დღეს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის 34 წევრი საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენენ და 10 მარტს უშუალო უფლებამოსილების განხორციელებით უნდა იყვნენ დაკავებული. ამით გიორგი მარგველაშვილმა გამოავლინა ღრმა უპატივცემულობა საქართველოს პარლამენტის მიმართ“ - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG