Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით დაამტკიცეს დონალდ ტუსკი


ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებმა პოლონეთის ყოფილი პრემიერი, დონალდ ტუსკი მეორე ვადით დაამტკიცეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტად. ის კიდევ 30 თვეს დარჩება ამ თანამდებობაზე - მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყნის, პოლონეთის ამჟამინდელი ხელისუფლება მისი კანდიდატურის წინააღმდეგ გამოდიოდა. გავრცელებული ცნობებით, ტუსკს მიემხრო 27 ლიდერი და ერთი იყო წინააღმდეგი. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი კენჭისყრამდე ამბობდა, რომ ვარშავაში მემარჯვენე მთავრობა ყველაფერს გააკეთებდა ტუსკის ხელახალი არჩევის აღკვეთის მიზნით. პოლონეთის ხელისუფლება, რომელსაც ხელმძღვანელობს კონსერვატიული "კანონისა და სამართლის" პარტია, ევროპარლამენტარ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის უჭერდა მხარს ამ პოსტზე. კენჭისყრის შემდეგ ტუსკმა ევროკავშირის ლიდერებს მადლობა გადაუხადა მის მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის.

XS
SM
MD
LG