Accessibility links

მოსკოვში ერთმანეთს შეხვდებიან რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი 10 მარტს მოსკოვში შეხვდება თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს. წინასწარი ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის დღის წესრიგშია, საომარი კონფლიქტები სირიასა და ერაყში, ტერორიზმის წინაღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. კრემლის წარმომადგენლის, დმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი ერდოანის ვიზიტს აფასებს, როგორც „ორი ქვეყნის ურთიერთობის შემდგომი ნორმალიზების პროცესს, გარკვეული კრიზისული მომენტების შემდეგ“. თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფონია დაძაბულობა ანკარასა და მის ნატოელ და ევროპელ მოკავშირეებს შორის. ახლახან ერდოანმა მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის ხელისუფლება და „ნაციზმს“ შეადარა გერმანიის რამდენიმე ქალაქში თურქეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი მიტინგების ჩატარების მცდელობის აკრძალვა ბერლინის მიერ. გავრცელებული ინფორმაციით, მიტინგებში, რომლებიც მიზნად ისახავდნენ თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის მიზნით ჩატარებული რეფერენდუმის პოპულარიზებას ევროპაში, მონაწილეობა უნდა მიეღო თურქეთის რამდენიმე მინისტრსაც.

XS
SM
MD
LG