Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი აცხადებს, რომ ირანის მონაწილეობა შეუძლებელს ხდის სირიაში მშვიდობის მიღწევას


ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ვიდრე ირანს სირიაში სამხედრო ძალა და მრჩევლები ეყოლება, ამ ქვეყანაში მშვიდობა არასოდეს იქნება. ამის თაობაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრს 9 მარტს გამართული შეხვედრის დროს უთქვამს რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინისთვის. ბენიამინ ნეტანიაჰუს ადმინისტრაციამ, გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ორი ლიდერის საუბრის ეს ეპიზოდია აღბეჭდილი. საუბარში პუტინი უარყოფს ისრაელის შეშფოთებას და მას უწოდებს "ყავლგასულს", რომელიც ორ ქვეყანას შორის ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში დაწყებული მტრობიდან იღებს სათავეს. ირანი, რომელიც ისრაელის მთავარი მტერია ახლო აღმოსავლეთში, მტკიცედ უჭერს მხარს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს, რომელიც მეექვსე წელია სამოქალაქო ომშია ჩაბმული მეტწილად სუნიტურ დაჯგუფებებთან.

XS
SM
MD
LG