Accessibility links

გიორგი მარგველაშვილი იწყებს კამპანიას საკონსტიტუციო რეფორმის განხილვაში საერთო სახალხო ჩართულობის უზრუნველსაყოფად


საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი იწყებს კამპანიას საკონსტიტუციო რეფორმის განხილვაში საერთო სახალხო ჩართულობის უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, კამპანიის პრეზენტაცია დღეს, 15 საათზე გაიმართება პრეზიდენტის სასახლეში. მიშველაძის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი კამპანიის მიზნებზე და კონკრეტულ ღონისძიებებზე ისაუბრებს. „ველოდებით მედიის, დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დაინტერესება და ჩართულობა ძალიან დიდია და იმედი გვაქვს, რომ კამპანია წარმატებულად ჩაივლის“ - განაცხადა პრეზიდენტის ეკა მიშველაძემ.

XS
SM
MD
LG