Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: უმრავლესობის წევრები პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრას ვერ დაესწრებიან


საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, უმრავლესობის წევრები პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრას ვერ დაესწრებიან, რადგან პარლამენტში პლენარული სხდომაა და მნიშვნელოვან კანონპროექტებს განიხილავენ. რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, დაიწყოს კამპანია საკონსტიტუციო რეფორმის განხილვაში საერთო სახალხო ჩართულობის უზრუნველსაყოფად, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სამუშაო შეხვედრების ერთადერთი ადგილია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, საჯარო განხილვები დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აპრილისთვის მზად იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი. „საჯარო განხილვების ეტაპზე მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან დიალოგისა და განხილვისთვის“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში პრეზიდენტის ჩართულობას, არჩილ თალაკვაძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის კარი დღესაც ღიაა, თუმცა, თავად პრეზიდენტს ამის სურვილი არ გამოუთქვამს.

XS
SM
MD
LG