Accessibility links

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შეშფოთებულია მოსკოვის მიერ დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციის მცდელობით


ევროკავშირის ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთისა და მისი ბალკანელი მოკავშირეების მხრიდან დასავლეთ ბალკანეთის საქმეებში „გარედან ჩარევაზე“, რაც აღვივებს დაპირისპირებას და რეგიონის დასავლეთთან მჭიდრო კავშირების დამყარების წინააღმდეგ არის მიმართული. „მე ცხადად ვილაპარაკებ აღნიშნული რეგიონის დესტაბილიზაციის მზარდი პოტენციალისა და იმ რისკების შესახებ, რაც ჩვენს საერთო უსაფრთხოებას ემუქრება“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ 9 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დროს. მეიმ გამოაცხადა მისი მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ბრიტანეთმა უმასპინძლოს მომავალ წელს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სამიტს, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების აღდგენის საკითხებს მიეძღვნება. „ჩერნოგორიაში გადატრიალების მცდელობის ფონზე, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ წინ აღვუდგეთ რუსეთის სადეზინფორმაციო კამპანიას და უფრო მეტად შესამჩნევი გავხადოთ რეგიონის მიმართ დასავლეთის ურყევი მხარდაჭერა“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. დასავლეთ ბალკანეთი ბოსნია-ჰერცეგოვინას, მაკედონიას, ჩერნოგორიას, სერბიას, ალბანეთსა და კოსოვოს აერთიანებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG