Accessibility links

რომის პაპი: ვატიკანმა უნდა შეისწავლოს დაოჯახებული მამაკაცების ღვთისმსახურებად კურთხევის საკითხი


რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ეკლესიამ უნდა შეისწავლოს შესაძლებლობა დაოჯახებული მამაკაცების კურთხევისა, რათა მათ შეძლონ ღვთისმსახურება ისეთ შორეულ რაიონებში, სადაც მღვდლების დეფიციტი არსებობს. ამის შესახებ რომის პაპმა გერმანულ გამოცემა „ცაიტთან“ ინტერვიუში განაცხადა, ცელიბატის, ანუ კათოლიკურ სამღვდელოებაში დაუქორწინებლობის წესის შესახებ, საუბრის დროს. კათოლიკური ეკლესია უშვებს ამ წესიდან ცალკეულ გამონაკლისს. მაგალითად, აღმოსავლური ყაიდის კათოლიკური ეკლესიების მღვდლებს აქვთ ქორწინების უფლება, ისევე როგორც ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენელ სასულიერო პირებს, თუ ისინი კათოლიკურ რჯულზე მოიქცევიან.

XS
SM
MD
LG