Accessibility links

დონბასში სროლების შედეგად დაიღუპა ორი უკრაინელი ჯარისკაცი


უკრაინული მედიის ცნობით, წუხელ ორი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების პოზიციებიდან ნასროლი ჭურვების აფეთქების შედეგად. უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის თანახმად, სეპარატისტები მძიმე არტილერიისა და ყუმბარსატყორცნების საშუალებით ცეცხლს უშენდნენ ქალაქ მარიუპოლის მიმართულებით მდებარე დასახლებულ პუნქტებს გნუტოვოსა და ვოდიანომს. უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის 2014 წლის აპრილში დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9750-ს აღემატება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG