Accessibility links

თბილისში „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა


ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეების, ასევე სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლის გადადგომას ითხოვს. სანქცირებულ აქცია-კონცერტზე, რომელშიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არასამათავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოგებულია „ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, მაგრამ ომი არ დამთავრებულა“. იმ მოსამართლეებს, რომლებმაც ეროვნულ სასამართლოებში ”რუსთავი 2”-ის საქმის განხილვაში მიიღეს მონაწილეობა, ნიკა გვარამიამ, ”გამყიდველები” და ”მონები უწოდა”.

XS
SM
MD
LG