Accessibility links

8 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა მათივე თანამებრძოლების თავდასხმის შედეგად


ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 8 ჯარისკაცი დაიღუპა მათი ორი თანამებრძოლის მიერ 10 მარტს ატეხილი სროლის შედეგად, ზაბულის პროვინციაში მდებარე სამხედრო საგუშაგოზე. პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლის, გულ ისლამ სეილის თქმით, თავდამსხმელებმა თანამებრძოლების დახოცვის შემდეგ შემთხვევის ადგილი პოლიციის მანქანით დატოვეს. მათ თან წაიღეს საგუშაგოზე არსებული იარაღი და ტყვია-წამალი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, უკვე შეუერთდნენ თალიბანს, რომლის მითითებებითაც ისინი მოქმედებდნენ.

XS
SM
MD
LG