Accessibility links

საოკუპაციო ხაზთან გაიტაცეს ქართველი სამართალდამცველი


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა, რომლებიც თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უკანონო საზღვრის დაცვას ახორციელებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელი გაიტაცეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცველები ადასტურებენ. პოლიციელი, რომლის გვარიც უცნობია, ოკუპანტებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე გუგუტიანთკარისა და ზარდიაანთაკარის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გადაიყვანეს დაკავებული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა. ამ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG