Accessibility links

ერდოანმა ნიდერლანდის მთავრობას „ნაცისტების გადმონაშთი“ უწოდა


თურქეთის პრეზიდენტმა „ნაცისტების გადმონაშთი“ და „ფაშისტები“ უწოდა ნიდერლანდის მთავრობას, რომელმაც ქალაქ როტერდამში ჩასვლისა და თურქეთის ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის უფლება არ მისცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუტ ჩავუშოღლუს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო კვირის განმავლობაში, როდესაც თურქეთის ხელისუფლებამ სიტყვა „ფაშისტი“ იხმარა მისი ნატოელი პარტნიორი ქვეყნის მთავრობის კრიტიკის დროს. მანამდე „ნაცისტურ პრაქტიკად“ ეროდანმა დაახასიათა გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლითაც გერმანიის ქალაქებში აკრძალა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მხარდამჭერი აქციების ჩატარება. ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ 11 მარტს „უგუნური შენიშვნა“ უწოდა ერდოანის კრიტიკას, რომელიც „ყველანაირ საზღვარს სცდება“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG