Accessibility links

ბათუმში საპროტესტო აქცია გამოიწვია ორი პირის დაკავებამ


ბათუმში, პოლიციის მიერ ორი პირის დაკავებამ საპროტესტო აქცია გამოიწვია, რომლის დასაშლელად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ინტერნეტმედია ავრცელებს თვითმხილველთა მონათხრობს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები საპატრულო პოლიციამ დააკავა მას შემდეგ, რაც ისინი მანქანის არასწორად გაჩერებისთვის დააჯარიმა, რასაც პოლიციასა და დაჯარიმებულებს შორის შელაპარაკება მოჰყვა. მათი დაკავებიდან მალე დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელზეც გაისმა მოწოდებები დაკავებულთა გათავისუფლების და აჭარის საპატრულო პოლიციის გადადგომისკენ. აქციის მონაწილეთა თქმით, პოლიციის უფროსი არის გორიდან და ადგილობრივ მოსახლეობას "თათრებად" მოხსენიებით შეურაცხყოფას აყენებს. ცრემლმდენი გაზი პოლიციამ მას შემდეგ გამოიყენა, რაც აქციის მონაწილეებმა ქვები ესროლეს პოლიციის სპეციალურ რაზმს. როგორც იუწყებიან, ამის შემდეგ აქცია მოკლე ხნით დაიშალა, თუმცა შემდეგ განახლდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ საზოგადოებროვ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა, რომ ბათუმში მომხდარი მოვლენების შედეგად ორ კლინიკაში მიიყვანეს 21 პაციენტი, მათ შორის 10 პოლიციელი. დაკავებულია 6-მდე პირი.

XS
SM
MD
LG