Accessibility links

ბათუმში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდა ოცზე მეტი პირი


აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად ბათუმის საავადმყოფოებში მოათავსეს ოცზე მეტი პირი. დაშავებულთა შორის რამდენიმე პოლიციელია. დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქეთა ჯგუფი აჭარის პოლიციის სამმართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა და იმ ექვსი პირის გათავისუფლება მოითხოვა, ვინც პოლიციამ, მათი თქმით, უკანონოდ დააკავა. აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს სამართალდამცველებს და ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის რამდენიმე მანქანას. აქციის დასაშლელად პოლიციის სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ბათუმში ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა ძალადობის შეწყვეტა და, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება ექვსი დაკავებული პირის გათავისუფლების თაობაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG