Accessibility links

ჰოლანდიის პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა თურქეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი მიტინგი როტერდამში


ჰოლანდიის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა, რომლის ნაწილი ცხენებზე იყო ამხედრებული, ძალის გამოყენებით დაშალა ქალაქ როტერდამში, თურქეთის საკონსულოს მახლობლად, თურქეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია, რომელშიც რამდენიმე ასეული პირი მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტები მას შემდეგ გამიყენა, რაც სამშვიდობო აქციის მონაწილეებში რამდენიმე საათის შემდეგ დაძაბულობამ იმატა. თურქეთსა და მის ნატოელ, პარტნიორს, ჰოლანდიას შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიდერლანდის მთავრობამ ქალაქ როტერდამში ჩასვლისა და თურქეთის ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის უფლება არ მისცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუტ ჩავუშოღლუს. ასეთ საქციელის გამო, თურქეთის პრეზიდენტმა „ნაცისტების გადმონაშთი“ და „ფაშისტები“ უწოდა ჰოლანდიის მთავრობას.

XS
SM
MD
LG