Accessibility links

74-მდე გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა სირიაში მომხდარი ორი აფეთქების შემდეგ


74-მდე გაიზარდა სირიის დედაქალაქ დამასკის ძველ რაიონში 11 მარტს, ერთიმეორის მიყოლებით მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორია, რომლის თანახმად დაღუპულთა შორის 54 სამოქალაქო, ხოლო 20 სამხედრო პირია. სირიის ოფიციალური „სანას“ სააგენტოს ინფორმაციით, ტერორისტებმა წინასწარ დამონტაჟებული ბომბები ააფეთქეს ბაბ ალ-საღის სასაფლაოზე, სადაც შიიტების საპატივცემულო პირების მავზოლეუმები მდებარეობს. გავრცელებული ცნობებით, თავდასხმების სამიზნე იყო პილიგრიმებით სავსე ავტობუსი, რომელსაც მგზავრები ცნობილ სასაფლაოზე მიჰყავდა. დამასკის ძველ რაიონში მომხდარ თავდასხმაზე ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

XS
SM
MD
LG