Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი ბათუმში მომხდარი ძალადობის უკან მდგარი ძალების იდენტიფიცირებას ითხოვს


12 მარტის გამთენიისას სპეცდანიშნულების რაზმის მიერ აქციის დაშლისა და ბათუმის პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის აღდგენის შემდეგ, ბათუმში ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ არეულობის მონაწილეები და ორგანიზატორები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. „შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის ძალიან კონსტრუქციული, ქვეყნის მოყვარული მთავრობა, რომელიც ზედმიწევნით იცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და სტაბილურობას. ასევე, ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში და იყენებს ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი იმისთვის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. ეს არის სიმართლე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, ოღონდაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში“. პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დაავალა, მოახდინოს იმ პოლიტიკური ძალების იდენტიფიცირება, რომლებიც არეულობის უკან იდგნენ.

XS
SM
MD
LG