Accessibility links

ბელორუსიაში პოლიციამ რამდენიმე ოპოზიციონერი აქტივისტი და ჟურნალისტი დააკავა


პოლიციამ ბელორუსიაში რამდენიმე ოპოზიციონერი აქტივისტი და ჟურნალისტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის, რაც „მუქთახორობის წინააღმდეგ“ ბელორუსიის პრეზიდენტის სადაოდქცეულ დეკრეტს მოჰყვა. დაპატიმრებულთა შორის არის ოპოზიციის ლიდერი პაველ სევიარინეცი და რადიო თავისუფლების ბელორუსიის სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც მცირე ხნის შემდეგ გათავისუფებულ იქნა. „მუქთახორობის გადასახადი“ ბელორუსიაში 2015 წლის აპრილში დაწესდა. იგი ითვალისწინებს ყოველწიურად 170 ევროს ოდენობის თანხის გადახდას იმ მოქალაქეებისაგან, რომლებიც ოფიციალურად არსად არ მუშაობენ. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ დეკრეტი არღვევს კონსტიტუციას და დამატებით ტვირთად დააწვება მოსახლეობას, რომელიც ეკონომიკური კრიზისის გამო ისედაც გაჭირვებულია.

XS
SM
MD
LG