Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მიმდინარეობს გიორგი მამალაძის დაკითხვა


სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მიმდინარეობს მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა. პროცედურას ესწრებიან ბრალდებულის ადვოკატები. დაკითხვის განახლებამდე პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიორგი მამალაძეს ამოეწურა ყველა საბაბი, რომლის გამოც პასუხს არ სცემდა კრიტიკულ შეკითხვებს. პროკურორის ინფორმაციით, შეკითხვები შეეხება ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის მომწამლავი ნივთიერების შეძენას. ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პასუხს გასცემს ყველა შეკითხვას რომელიც კონკრეტულად მის საქმეს შეეხება. ადვოკატის თქმით, პირველი ჩვენება 33-გვერდიანი იყო და გაუგებარია, რა დამატებითი შეკითხვები აქვს ბრალდების მხარეს. დეკანოზი, გიორგი მამალაძე სამართალდამცავებმა 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრების წინ, დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. პროკურატურის ინფორმაციით, მამალაძე ამზადებდა მკვლელობას მომწამლავი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით. დეკანოზს, გიორგი მამალაძეს ოფიციალურად აქვს წარდგენილი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ბრალდებები.

XS
SM
MD
LG