Accessibility links

ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა რუსეთში დაბრუნებას აპირებს


რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა აცხადებს, რომ აპირებს დაბრუნდეს რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობის წინააღმდეგ პროტესტის გასაგრძელებლად. კარა-მურზა ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ იყო სიკვდილის პირას მოწამვლის შედეგად და მისი ახლობლები და თანამოაზრეები ვარაუდობენ, რომ ის განზრახ მოწამლეს. რუსმა ოპოზიციონერმა შეერთებული შტატების ტელეკომპანია სიბიესთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ აუცილებლად დაბრუნდება რუსეთში. მანამდე მან ამერიკელ კონგრესმენებს მოუწოდა რუსი ოფიციალური პირებისა და მედიასაშუალებების ხელმძღვანელების წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერისაკენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG