Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი, სავარაუდოდ, გააგრძელებს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ვადას


დღეს ევროკავშირი, სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს, რომლებიც მოჰყვა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსიას. მოსალოდნელია, რომ სანქციებს გაუხანგრძლივებენ 150 პირსა და 37 ორგანიზაციას, რომელიც, ბრიუსელის შეფასებით, პასუხისმგებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისათვის. ევროკავშირმა 2014 წელს შემოიღო სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს საბანკო ანგარიშების გაყინვასა და ევროკავშირის ვიზებზე უარს. მას შემდეგ სანქციების ვადა რამდენჯერმე გააგრძელეს და მათი მასშტაბიც გაზარდეს. სანქცირებულებს შორის არიან რუსეთის ვიცე-პრემიერი დმიტრი როგოზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და კრემლის მთავარ პროპაგანდისტად მიჩნეული ჟურნალისტი, დმიტრი კისელიოვი. ცალკეა დაწესებული ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები რუსეთის ენერგეტიკის, სამხედრო და საფინანსო სექტორების წინააღმდეგ. მათი მოქმედების ამჟამინდელი ვადა ივნისში ამოიწურება.

XS
SM
MD
LG