Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა ოფიციალურად გააპროტესტა ნიდერლანდიდან მინისტრის გაძევება და დემონსტრაციის დაშლა


თურქეთმა ანკარაში ნიდერლანდის ელჩს გადასცა საპროტესტო ნოტა მას შემდეგ, რაც ნიდერლანდიდან გააძევეს თურქეთის ოჯახის საკითხთა მინისტრი, ფატმა ბეთულ საიან კაია და დაჯდომის უფლება არ მისცეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თვითმფრინავს. ანკარა ასევე აპროტესტებს ნიდერლანდში თურქი დემონსტრანტების წინააღმდეგ „არაპროპორციული“ ძალის გამოყენებას. ორი თურქი მინისტრი აპირებდა ნიდერლანდში 12 მარტს გამოსულიყო თურქეთში დაგეგმილი რეფერენდუმის მხარდამჭერ ღონისძიებებზე. მომავალი თვის ამ რეფერენდუმზე მხარდაჭერის მიღების შემთხვევაში, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი მეტ ძალაუფლებას მოიპოვებს. 12 მარტს ნიდერლანდის პოლიციამ ძაღლების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა ასობით დემონსტრანტი, რომელიც თურქული დროშებით იყო მისული როტერდამში თურქეთის საკონსულოსთან. ერდოანმა პირობა დადო, რომ სამაგიეროს გადაუხდის ნიდერლანდს. მისი თქმით, „ნაციზმი კვლავაც ცოცხალია დასავლეთში“.

XS
SM
MD
LG