Accessibility links

რუსეთში დაიწყო „პოკემონ გოუს“ მოთამაშის სასამართლო პროცესი


რუსეთში დაიწყო მობილურ აპლიკაცია „პოკემონ გოუს“ მოთამაშე რუსლან სოკოლოვსკის სასამართლო პროცესი. მას ხულიგნობისა და რელიგიური სიძულვილის გაღვივების ბრალდებები აქვს წაყენებული იმის გამო, რომ „პოკემონ გოუს“ თამაშით იყო დაკავებული მართლმადიდებელ ეკლესიაში. ის სექტემბერში დააკავეს მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ თამაშობს ქალაქ ეკატერინბურგის ერთ-ერთ ეკლესიაში. მანამდე რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა გაფრთხილება ამ მობილური აპლიკაციით მოთამაშეებისათვის, ნუ დაიჭერენ ვირტუალურ „პოკემონებს“ რელიგიური ობიექტების ტერიტორიაზე. უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლი“ გმობს სოკოლოვსკის დაკავებას, როგორც „გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმას“ და „ფარსს“. სოკოლოვსკის ადვოკატების განცხადებით, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 7,5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG