Accessibility links

ბათუმის მერი: 150 ათას ლარს აღწევს საპროტესტო აქციით გამოწვეული ზარალი


ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის მონაცემებით, 150 ათას ლარს აღწევს 11-12 მარტის საპროტესტო აქციით გამოწვეული ზარალი. ამის შესახებ ერმაკოვმა განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისი მონაცემებით, ყველაზე დიდი ზიანი მიადგა ძვირადღირებულ შუქნიშნებს, მხოლოდ მათი მოწესრიგება 120 ათასამდე ლარი ჯდება. ბათუმში არეულობა შაბათს გვიან ღამით დაიწყო. სამართალდამცველები და მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მას შემდეგ, რაც მოქალაქეთა ჯგუფი აჭარის პოლიციის სამმართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა და მოითხოვა იმ ექვსი პირის გათავისუფლება, ვინც პოლიციამ, მათი თქმით, უკანონოდ დააკავა. დაპირისპირება მასშტაბურ საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. დაშავდა 30-ზე მეტი პირი. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

XS
SM
MD
LG