Accessibility links

შოტლანდიის ლიდერი მოითხოვს ახალ რეფერენდუმს დამოუკიდებლობის საკითხზე


შოტლანდიის ლიდერი, ნიკოლა სტარჯენი აცხადებს, რომ მოითხოვს დამოუკიდებლობის შესახებ ახალ რეფერენდუმს, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლამდე უნდა ჩატარდეს. სტარჯენმა 13 მარტს გამოთქვა მოსაზრება, რომ რეფერენდუმი 2018 წლის ბოლოს, ან 2019 წლის დასაწყისში უნდა გაიმართოს. საამისოდ სტარჯენი მომავალ კვირაში მიმართავს შოტლანდიის პარლამენტს შესაბამისი თხოვნით. შოტლანდიაში 2014 წელს ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის მონაწილეების 55%-მა უარი თქვა ბრიტანეთისაგან გამოყოფაზე.

XS
SM
MD
LG