Accessibility links

კიევში დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს რუსეთის „სბერბანკის“ მთავარ შენობას


რუსეთის ბანკ „სრერბანკის“ თანახმად, მან ოფიციალურად მიმართა უკრაინის პოლიციას, დაიცვასმისი მთავარი შენობა საპროტესტო აქციის მონაწილეთაგან, რომლებიც განაგრძობენ აქციას 13 მარტს. კიევში მდებარე ამავე ბანკის სხვა ფილიალები მუშაობას განაგრძობდნენ. რუსეთის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი ათეულობით აქტივისტმა, ნაციონალისტური კავშირის, "აზოვის“ წევრებმა, ალყა შემოარტყეს „სბერბანკის“ მთავარ შენობას და მოითხოვენ უკრაინაში ამ ბანკის საქმიანობის აკრძალვას. „აზოვის“ აქტივისტებმა იკისრეს პასუხისმგებლობა უკრაინის არაერთ ქალაქში, საიზოლაციო ქაფის საშუალებით „სბერბანკის“ ბანკომატების მწყობრიდან გამოყვანისთვის. პროტესტი ბანკის მიმართ დაიწყო მას მერე, რაც მან, 7 მარტს, გამოაცხადა, რომ აღიარებს სეპარატისტული რეგიონების მიერ გაცემულ პასპორტებს. ეს განცხადება ბანკმა მოგვიანებით თვითონვე უარყო. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინს განკარგულებით, რუსეთის უწყებებმა უნდა აღიარონ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების მიერ გაცემული პასპორტები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG