Accessibility links

უკრაინის პოლიციამ დააკავა ათეულობით აქტივისტი აღმოსავლეთის რეგიონთანსავაჭრო გზის გადაკეტვისთვის


უკრაინის პოლიციამ დააკავა რამდენიმე ათეული პირი, რომლებსაც გადაკეტილი ჰქონდათ სეპარატისტულ რეგიონებთან დანარჩენი უკრაინის შემაკავშირებელი მაგისტრალი. ამის შესახებ გვიან, 13 მარტს ოფიციალურ პირებმა და აქტივისტებმა განაცხადეს.ნაციონალისტ აქტივისტებს და ოპოზიციონერ პარლამენტარებს იანვრის მერე გადაკეტილი ჰქონდათ სარკინიგზო სატრანსპორტო გზა, რომლის საშუალებითაც ქვანახშირი მოედინება დასავლეთი უკრაინის ელექტროსადგურების მოსამარაგებლად. აქტივისტები თვლიან, რომ ვაჭრობის საშუალებით სეპარატისტები მთავრობასთან ომს აფინანსებენ. უკრაინული წყაროს ცნობით, დააპატიმრეს 43 პირი, როცა მათ უარი თქვეს დანებებასა და იარაღის ჩაბარებაზე. რუსეთის სააგენტოების ცნობით, დააკავეს 80 პირი. სოციალური ქსელის საშუალებით აქტივისტებმა გაავრცელეს ცნობები, რომ პოლიციამ მოარღვია ბლოკადა, რომლის მონაწილეები სცემს და დააპატიმრეს, ამავე ცნობებით, ამოღებულია იარაღი და თვითაალებადი ბომბები. რუსეთის „ტასის“ ცნობით, პროტესტის მომხრეებმა ძალადობრივი დემონსტრაცია მოაწყვეს ვინიცაში. უჩვეულოა, რომ ბლოკადას არც კიევი უჭერდა მხარს და არც სეპარატისტული მმართველობა, რადგან ის ხელს უშლიდა მრეწველობის ფუნქციონირებას.

XS
SM
MD
LG