Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: სირია ადამიანის ხელით გამოწვეული უმძიმესი კატასტროფაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ


გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უწყების ხელმძღვანელმა სირიის კონფლიქტი დაახასიათა, როგორც „ადამიანის მიერ გამოწვეული უმძიმესი კატასტროფა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“. მან აღნიშნა ქვეყანაში გავრცელებულ წამების შემთხვევები და ხოცვა-ჟლეტის და სისასტიკის ტალღა. 14 მარტის განცხადებაში, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა თქვა, რომ დღეს მთელი ქვეყანა გადაიქცა "წამების სახლად", ველური საშინელების და სრული განუკითხაობის ადგილად. გაეროს ადამიანის უფლებების უზენაესი კომისარი გამოდის მოწოდებით, ციხეებიდან გაათავისუფლონ ათასობით პატიმარი და პასუხისგებაში მისცენ დამნაშავეები, წამების ჩამდენთა ჩათვლით, რათა მდგრადი მშვიდობა დამყარდეს სირიაში. ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარე ომმა 300 ათასი ადამიანი შეიწირა და მილიონობით სირიელი აქცია ლტოლვილად.

XS
SM
MD
LG