Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ოპოზიციის შინაპატიმრობაში მყოფი ლიდერის ვაჟს პატიმრობა მიუსაჯეს


ირანის ოპოზიციის შინაპატიმრობაში მყოფი ლიდერის, ქარუბის ვაჟს ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს მთავრობის საწინააღმდეგო პროპაგანდის გავრცელების გამო. ამის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელეს ქარუბის ოჯახმა და ირანის სააგენტოებმა. ირანის ხელისუფლების თანახმად, ჰოსეინ ქარუბი, ოპოზიციის ლიდერის და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, მეჰდი ქარუბის ვაჟი, დამნაშავედ სცნეს, ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანისთვის მამამისის მიერ გაგზავნილი წერილის გავრცელებისთვის. ამ წერილში ქარუბი პრეზიდენტისგან მოითხოვდა, წლების განმავლობაში შინაპატიმრობის შემდეგ მისთვის საჯარო პროცესი გაემართათ. მეჰდი ქარუბი ოპოზიციის სხვა ლიდერ, მირ ჰოსეინ მუსაუისთან ერთად იყო 2009 წლის არჩევნებში აჰმადინეჟადის მეტოქე და თვლიდა, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ არჩევნებს ოპოზიციის ლიდერების მოწოდების შედეგად ფართომასშტაბიანი საპროტესო გამოსვლები მოჰყვა.

XS
SM
MD
LG