Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტმა ნიდერლანდს დასდო ბრალი სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის გამო


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა ნიდერლანდს ბრალად დასდო 1995 წელს ყოფილ იუგოსლავიაში, სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა. ეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური დაპირისპირების კიდევ ერთი შემთხვევაა. ტელევიზიით გამოსვლისას, 14 მარტს, ერდოანმა თქვა, რომ „ნიდერლანდური“ ხასიათი „გატყდა“ ხოცვა-ჟლეტის დროს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმძიმესი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა იყო. ერდოანი ლაპარაკობდ აიუგოსლავიის ომის დროს, ბოსნიელთა ქალაქ სრებრენიცაში ათასი მუსლიმი კაცის და ბიჭის დახოცვაზე. იმ არეალში გაეროს მსუბუქად შეიარაღებული სამშვიდობო კონტიგენტი იყო განთავსებული, რომელიც ნიდერლანდელებით იყო დაკომპლექტებული. სამშვიდობო ჯარმა ვერ გაუგო მოწინააღმდეგის ზეწოლას და თავიდან ვერ აიცილა ხოცვა-ჟლეტა.ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ერდოანის განცხადებას „აუტანელი ისტორიული სიყალბე უწოდა“. თურქეთის პრეზიდენტმა ამას წინათ „ნაცისტების გადმონაშთი“ და „ფაშისტები“ უწოდა ნიდერლანდის მთავრობას, რომელმაც ქალაქ როტერდამში ჩასვლისა და თურქეთის ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის უფლება არ მისცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუტ ჩავუშოღლუს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო კვირის განმავლობაში, როდესაც თურქეთის ხელისუფლებამ სიტყვა „ფაშისტი“ იხმარა მისი ნატოელი პარტნიორი ქვეყნის მთავრობის კრიტიკის დროს. მანამდე „ნაცისტურ პრაქტიკად“ ეროდანმა დაახასიათა გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლითაც გერმანიის ქალაქებში აკრძალა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მხარდამჭერი აქციების ჩატარება.

XS
SM
MD
LG